სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #451; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ საბანკო გარანტიის შესახებ სს „თიბისი ბანკთან” შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ვინაიდან, სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ 2018 წელს შეიძინა 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების ჩვენების, ასევე, საქართველოს ნაკრების მონაწილეობით 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისა და ერთა ლიგის მატჩების ჩვენების სატელევიზიო უფლებები და აღნიშნული ხელშეკრულებები ითვალისწინებენ სახელშეკრულებო თანხის საბანკო გარანტიით უზრუნველყოფას

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30 (1) მუხლის „ე“ ქვეპუნქტის და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის 2019 წლის 19 მარტის #1179/03 სამსახურებრივი ბარათის თანახმად,

მიეცეს თანხმობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს სს „თიბისი ბანკთან“ გააფორმოს საბანკო გარანტიის ხელშეკრულებები წარმოდგენილი სახით.

დატოვე კომენტარი