სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #450; საკრედიტო პროდუქტების უზრუნველსაყოფად სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ უძრავი/მოძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვაზე/დაგირავებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2018 წლის 2 აგვისტოს #425 გადაწყვეტილებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს მიეცა თანხმობა ტექნიკური გადაიარაღების განხორციელების მიზნით ფინანსური რესურსების მოსაზიდად სესხის აღებასთან დაკავშირებით დაეწყო შესაბამისი პროცედურები და სამეურვეო საბჭოს 2018 წლის 31 ოქტომბრის #437 გადაწყვეტილების საფუძველზე – გაეფორმებინა შეთანხმება სესხის ძირითად პარამეტრებზე, ხოლო სამეურვეო საბჭოს 2019 წლის პირველი მარტის #449 გადაწყვეტილების საფუძველზე – აეღო სესხი და ამ მიზნით სს „თიბისი ბანკთან“  გაეფორმებინა შესაბამისი ხელშეკრულება,

აღნიშნულიდან გამომდინარე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის 2019 წლის 12 მარტის #1055/03 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

მიეცეს თანხმობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს სს „თიბისი ბანკთან“ აღებული/ასაღები საკრედიტო პროდუქტების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთოს/დააგირაოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” კუთვნილი უძრავი/მოძრავი ქონება.