სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #448; საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტის) დანიშვნასთან დაკავშირებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2019 წლის 6 თებერვლის #447 გადაწყვეტილებით (ოქმი #398) გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად,

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” 2018 წლის პერიოდის ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, საგადასახადო აუდიტის და განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის (გარე აუდიტი) ჩატარებასთან დაკავშირებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2019 წლის 6 თებერვლის #447 გადაწყვეტილებით (ოქმი #398) გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიად გამოვლინდეს შპს „ფი-ქეი-ეფ ჯორჯია”, რომელსაც დაევალოს შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა 2019 წლის 20 აპრილამდე;

2. დაევალოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს, წინამდებარე გადაწყვეტილების 1-ელ პუნქტში აღნიშნულ კომპანიასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება