სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #447; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” 2018 წლის პერიოდის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, საგადასახადო აუდიტის და განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის (გარე აუდიტი) ჩატარების გამო საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის დანიშვნასთან დაკავშირებით კონკურსის გამოცხადების შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად,

  1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” 2018 წლის პერიოდის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, საგადასახადო აუდიტის და განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის (გარე აუდიტი) ჩატარების გამო საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის დანიშვნასთან დაკავშირებით, გამოცხადდეს კონკურსი წინამდებარე გადაწყვეტილებაზე თანდართული განცხადების შესაბამისად.
  2. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ვებ-გვერდზე.