სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #445; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრების ჰონორარების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

ვინაიდან, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2019 წლის ბიუჯეტის ოდენობა შეადგენს 742 050 (შვიდას ორმოცდაორი ათას ორმოცდაათი) ლარს, რომლიდანაც სამეურვეო საბჭოს წევრების ჰონორარებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 494 700 ლარს,

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი განისაზღვროს თვეში 6 500 (ექვსი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ჰონორარი განისაზღვროს თვეში 4 800 (ოთხი ათას რვაასი) ლარის ოდენობით;
3. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მეურვის ჰონორარი განისაზღვროს თვეში 4 200 (ოთხი ათას ორასი) ლარის ოდენობით;
4. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაშია 2019 წლის პირველი იანვრიდან.