სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #444; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრების ჰონორარების გაცემის შესახებ

ვინაიდან, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტიდან სამეურვეო საბჭოს წევრების ჰონორარებისთვის გამოყოფილი ჯამური თანხის ნაშთი 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 27 263 (ოცდაშვიდი ათას ორას სამოცდასამი) ლარს,

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად,

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტიდან სამეურვეო საბჭოს წევრების ჰონორარებისთვის გამოყოფილი ჯამური თანხის ნაშთი 27 263 (ოცდაშვიდი ათას ორას სამოცდასამი) ლარის ოდენობით თანაბარ ნაწილებად განაწილდეს მოქმედ სამეურვეო საბჭოს (სულ რვა მეურვე) წევრებს შორის.

2. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.