სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #440; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ რადიო და ტელევიზიის პროგრამების შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით მიწოდების და გავრცელების მომსახურების ექსკლუზიურად შესყიდვის მიზნით შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრთან“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30 (1) მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის 2018 წლის 10 დეკემბრის #4953/03 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

მიეცეს თანხმობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შეუფერხებელი და უსაფრთხო ფუნქციონერების უზრუნველსაყოფად, რადიო და ტელევიზიის პროგრამების შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით მიწოდების და გავრცელების მომსახურების (შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 1 700 000 (ერთი მილიონ შვიდასი ათასი) ლარი) ექსკლუზიურად შესყიდვის მიზნით, გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრთან“.