სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №439 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ კომპანიისგან შპს TVC Georgia სტუდიური მულტიმედიური დეკორაციის (საინფორმაციო ვიდეო კედლებისა და მულტიმედიური გამოსახულების სისტემის) შესყიდვაზე თანხმობის შესახებ

15:25, 13.12.2018

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30 (1) მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის 2018 წლის 10 დეკემბრის #4953/03 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

მიეცეს თანხმობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორს, რათა სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” კომპანიისგან შპს „TVC Georgia” შეისყიდოს (შესყიდვის ღირებულება შეადგენს 1 150 000 (ერთი მილიონ ასორმოცდაათი ათასი) ლარს) სტუდიური მულტიმედიური დეკორაცია (საინფორმაციო ვიდეო კედლებისა და მულტიმედიური გამოსახულების სისტემა) და აღნიშნულ კომპანიასთან მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.

Download Document
1TVPLAY