სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #438; ფიზიკური პირის ნიკოლოზ ოდიკაძის საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ

2018 წლის 16 ნოემბერს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს/სამეურვეო საბჭოს საჩივრით მიმართა ფიზიკურმა პირმა ნიკოლოზ ოდიკაძემ. ნ. ოდიკაძემ საჩივრით მოითხოვა სააპელაციო ორგანომ/სამეურვეო საბჭომ აღიაროს დაინტერესებულ მხარედ და დაავალოს თვითრეგულირების კომისიას მისი განცხადების განხილვა, რომელიც ნ. ოდიკაძის მიერ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ წარმოდგენილი იქნა 2018 წლის 2 ნოემბერს და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თვითრეგულირების ორგანოს/კომისიას 2018 წლის 09 ნოემბრის დასკვნის და აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გენერალური დირექტორის 2018 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილებით განუხილველად იქნა დატოვებული.