სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №437 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ ასაღები სესხის ძირითად პარამეტრებზე შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საბჭომ იმსჯელა და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის 23.10.2018 წლის N4328/03 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,
- მიეცეს თანხმობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ტექნიკური გადაიარაღების განხორციელების მიზნით ფინანსური რესურსების მოსაზიდად გააფორმოს შეთანხმება სესხის ძირითად პარამეტრებზე, რომლებიც დანართის სახით თან ერთვის წინამდებარე გადაწყვეტილებას.
- იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, ის არ ექვემდებარება გასაჯაროებას.
123