სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №436 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ სპეციალური სერვერული პროგრამული უზრუნველყოფის – CATI-ს შესყიდვაზე თანხმობის მიცემის შესახებ

12:00, 30.10.2018

საბჭომ იმსჯელა და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:  

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის 2018 წლის 17 ოქტომბრის N4250/03 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

მიეცეს თანხმობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს, საზოგადოებრივი აზრის/აუდიტორიის კვლევის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით სამეურვეო საბჭოს რესურსებით სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში განახორციელოს სპეციალური სერვერული პროგრამული უზრუნველყოფის – CATI-ს შესყიდვა.

Download Document
1TVPLAY