სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №433 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ კომპანიისგან Paramount Pictures ფილმების/ანიმაციური ფილმებისა და სერიალის შესყიდვაზე თანხმობის მიცემის შესახებ

17:42, 15.10.2018

საბჭომ იმსჯელა და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1) მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 2018 წლის 10 ოქტომბრის N4141/03 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

მიეცეს თანხმობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განთავსების მიზნით კომპანიისგან Paramount Pictures შეისყიდოს ფილმები/ანიმაციური ფილმები და სერიალი Berlin Station და აღნიშნულ კომპანიასთან მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება

Download Document
1TVPLAY