სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #432; 2019 წლის ევროვიზიის კონკურსისთვის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ახალი მეგა პროექტის „საქართველოს ვარსკვლავი“ განხორციელების მიზნით კომპანიასთან „ნოვა პროდაქშენს“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საბჭომ იმსჯელა და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1) მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 2018 წლის 21 სექტემბრის #3830/30 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

მიეცეს თანხმობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტოერს, 2019 წლის ევროვიზიის კონკურსისთვის განახორციელოს ახალი მეგა პროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ და შესაბამისად, სსიპ „საზოგადორებრივი მაუქყებლის“ მიერ აღნიშნული პროექტის განხორციელების და გადაცემის ეთერში განთავსების მიზნით, კომპანიასთან „ნოვა პროდაქშენს“ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.

დატოვე კომენტარი