სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #423; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ სატელევიზიო გადაცემების პროფესიული სასცენო განათებისა და ვიდეოეკრანებით მომსახურების შესყიდვაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საბჭომ იმსჯელა და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 30 (1) მუხლის „ე” ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 20 ივლისის N3010/03 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

მიეცეს თანხმობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს, რათა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ სატელევიზიო გადაცემების პროფესიული სასცენო განათებისა და ვიდეოეკრანებით მომსახურების შესყიდვის მიზნით მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება