სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #422; მოქალაქე დალი სოლომონიძის, მედიის განვითარების ფონდის, ქართველ მუსლიმთა კავშირის, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

ა/წ 7 ივნისს „საზოგადოებრივი მაუწყებლის” თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში – სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოში წარმოდგენილი იქნა მოქალაქე დალი სოლომონიძის, მედიის განვითარების ფონდის, ქართველ მუსლიმთა კავშირის და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის საჩივარი, რითაც მოითხოვეს სამეურვეო საბჭომ შეისწავლოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის მიერ მიღებული 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და განიხილოს მათი თავდაპირველი საჩივრის ის ნაწილი, რომელიც მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების დარღვევას შეეხება 2018 წლის 15 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ახალი კვირა” გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც ქართველი მუსლიმი ქალების მიერ ჰიჯაბის ტარების არჩევანს ეხებოდა

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭომ აღნიშნული საჩივრის განხილვის შედეგად დაადგინა:

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში 2018 წლის 15 აპრილს გასულ გადაცემაში „ახალი კვირა” ადგილი არ ჰქონია ზემოთ ხსენებული ნორმების დარღვევას;
2. ძალაში დარჩეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” თვითრეგულირების ორგანოს/კომისიის 2018 წლის 14 მაისის დასკვნა და აღნიშნული დასკვნის საფუძველზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება;
3.წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა და სასამართლოში ან/და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში არ საჩივრდება