სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №419 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ კომპანიისგან Saran Uluslararasi Filmcilik Org. Rek. Tic. Paz. A.S საქართველოს ნაკრების ევრო 2020-ის და FIFA 2022-ის საკვალიფიკაციო მატჩების, 2018-2022 წლების ერთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩების და 2018-2022 ამხანაგური მატჩების ტრანსლაციის ტექნიკური უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვაზე თანხმობის მიცემის შესახებ

15:45, 15.06.2018

საბჭომ იმსჯელა და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 30 (1) მუხლის „ე” ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის 2018 წლის 11 ივნისის N2480/03 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

მიეცეს თანხმობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს, რათა „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” კომპანიისგან Saran Uluslararasi Filmcilik Org. Rek. Tic. Paz. A.S შეისყიდოს საქართველოს ნაკრების ევრო 2020-ის და FIFA 2022-ის საკვალიფიკაციო მატჩების, 2018-2022 წლების ერთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩების და 2018-2022 ამხანაგური მატჩების ტრანსლაციის ტექნიკური უზრუნველყოფის მომსახურება და აღნიშნულ კომპანიასთან მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება

Download Document
1TVPLAY