სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #415; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრების ჰონორარების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

ვინაიდან, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის ოდენობა შეადგენს 669 645 (ექვსას სამოცდაცხრა ათას ექვსას ორმოცდახუთი) ლარს, რომლიდანაც სამეურვეო საბჭოს წევრების ჰონორარებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 446 430 (ოთხას ორმოცდაექვსი ათას ოთხას ოცდაათი) ლარს

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი განისაზღვროს თვეში 5 800 (ხუთი ათას რვაასი) ლარის ოდენობით;
2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ჰონორარი განისაზღვროს თვეში 4 800 (ოთხი ათას რვაასი) ლარის ოდენობით;
3. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მეურვის ჰონორარი განისაზღვროს თვეში 3 800 (სამი ათას რვაასი) ლარის ოდენობით;
4. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაშია 2018 წლის პირველი მაისიდან.