სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #413, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" დებულებაში დამატების შეტანის შესახებ; იხ. დანართი #1, დანართი #2

საბჭომ იმსჯელა და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

1. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2008 წლის 28 ივლისის #108 (ოქმი#68) გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” დებულებაში შეტანილი იქნას შემდეგი დამატება:

ა) დებულების მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4.2.2. ქვეპუნქტი:

„4.2.2. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების, სტრატეგიის (სამაუწყებლო პოლიტიკის), ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მიღების პროცესი განისაზღვრება წინამდებარე დებულების შესაბამისი დანართით განსაზღვრული წესით.”

2. დამტკიცდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების, სტრატეგიის (სამაუწყებლო პოლიტიკის) , ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მიღების  პროცესი თანდართული სახით.