სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #409; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ კომპანიისგან Eutelsat საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სიგნალის სატელიტით გავრცელების მომსახურების შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საბჭომ იმსჯელა და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 30 (1) მუხლის „ე” ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 08.02.2018წ. N541/03 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

მიეცეს თანხმობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს, რათა სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” კომპანიისგან Eutelsat შეიძინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სიგნალის სატელიტით გავრცელების მომსახურება და აღნიშნულ კომპანიასთან მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება