სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #408; დამოუკიდებელი აუდიტორის დანიშვნასთან დაკავშირებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2018 წლის 31 იანვრის N404 გადაწყვეტილებით (ოქმი N368) გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

საბჭომ იმსჯელა და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” 2017 წლის პერიოდის ფინანსური ანგარიშის აუდიტის, საგადასახადო აუდიტის და განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის (გარე აუდიტის) ჩატარების გამო საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის დანიშვნასთან დაკავშირებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2018 წლის 31 იანვრის N404 გადაწყვეტილებით (ოქმი N368) გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიად გამოვლინდეს შპს „ფი-ქეი-ეფ ჯორჯია”(ს/კ N 205 198 212), რომელსაც დაევალოს შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა 2018 წლის 20 აპრილამდე;

2. დაევალოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს, წინამდებარე გადაწყვეტილების 1-ელ პუნქტში აღნიშნულ კომპანიასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება

დატოვე კომენტარი