სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #402, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ ქ. ბათუმში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ფილიალის ასაშენებლად სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით ელექტრონული ტენდერის გამოცხადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საბჭომ იმსჯელა და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1) მუხლის(ე) ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 14.12.2017 წლის N5458/03 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

მიეცეს თანხმობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, ქ.ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა #18-ში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ფილიალის ასაშენებლად სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ შეისყიდოს სამშენებლო სამუშაოები, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით გამოაცხადოს ელექტრონული ტენდერი (სავარაუდო ღირებულებით 1 000 283,65 ერთმილიონ ორასოთხმოცდასამი ლარი და სამოცდახუთი თეთრი) ლარი) და ტენდერში გამარჯვებულპირთან მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.