სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #401, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ რადიო და ტელევიზიის პროგრამების ტექნიკური საშუალებებით მიწოდების და გავრცელების მომსახურების ექსკლუზიურად შესყიდვის მიზნით შპს “საქართველოს ტელერადიოცენტრთან” შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

13:09, 12.12.2017

საბჭომ იმსჯელა და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 30(1) მუხლის „ე” ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის 04.12.2017წ. N5249/03 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე

მიეცეს თანხმობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” შეუფერხებელი და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, რადიო და ტელევიზიის პროგრამების შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით მიწოდების და გავრცელების მომსახურების (მომსახურების წლიური ღირებულება 1 440 000 (ერთიმილიონ ოთხასორმოცი ათასი ლარი) ექსკლუზიურად შესყიდვის მიზნით გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრთან”

Download Document
1TVPLAY