სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #400, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ 15 (თხუთმეტი) ერთეული მსუბუქი განმავლობის ავტომანქანის შესყიდვასთან დაკავშირებით ელექტრონული ტენდერის გამოცხადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

13:02, 12.12.2017

საბჭომ იმსჯელა და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 30(1) მუხლის „ე” ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის 04.12.2017წ. N5249/03 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე

მიეცეს თანხმობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს, სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებლმა” შეისყიდოს 15 (თხუთმეტი) ერთეული მსუბუქი განმავლობის ავტომანქანა (ერთი ავტომანქანის ზღვრული სავარაუდო ღირებულებით (ავტომობილის ფასს დამატებული საგარანტიო მომსახურების ღირებულება და დამატებული წლიური საწვავის ხარჯი) 39 866 (ოცდაცხრამეტიათას რვაასსამოცდაექვსი) ლარი, ამასთან დაკავშირებით გამოაცხადოს ელექტრონული ტენდერი და ტენდერში გამარჯვებულ პირთან მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება

Download Document
1TVPLAY