სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №398 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრების ჰონორარების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

15:41, 04.12.2017

საბჭომ იმსჯელა და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

ვინაიდან სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2017 წლის ბიუჯეტის ოდენობა შეადგენს 591 645 (ხუთას ოთხმოცდათერთმეტიათას ექვსას ორმოცდახუთი) ლარს, რომლიდანაც სამეურვეო საბჭოს წევრების ჰონორარებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 394 430 (სამას ოთხმოცდათოთხმეტიათას ოთხას ოცდაათი) ლარს

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი განისაზღვროს თვეში 5 800 (ხუთიათას რვაასი) ლარის ოდენობით;
2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მეურვის ჰონორარი განისაზღვროს თვეში 3 800 (სამიათას რვაასი) ლარის ოდენობით;
3. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაშია 2017 წლის პირველი დეკემბრიდან

Download Document
1TVPLAY