სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №643; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

15:30, 12.11.2026

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24(9) მუხლის თანახმად,

1. ცვლილება შევიდეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2019 წლის 27 დეკემბრის N465 (ოქმი N416) გადაწყვეტილებით დამტკიცებული სამეურვეო საბჭოს რეგლამენტის (მასში შეტანილი შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებთ) 2.6. პუნქტის 2.6.3. ქვეპუნქტში.

2.6.3. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარის ოდენობა ფიქსირებულია და შეადგენს თვეში – 10 898 (ათიათას რვაას ოთხმოცდათვრამეტი) ლარს (დარიცხული), სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ჰონორარის ოდენობა ფიქსირებულია და შეადგენს თვეში – 8 403 (რვაათას ოთხას სამი) ლარს (დარიცხული), მეურვის ჰონორარის ოდენობა ფიქსირებულია და შეადგენს თვეში – 7521 (შვიდიათას ხუთას ოცდაერთი) ლარს (დარიცხული).

2. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება გავრცელდეს 2026 წლის ნოემბრის თვეში გადასახდელ ჰონორარებზე.

Download Document
0.42 MB
1TVPLAY