სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №633 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“-ს მიერ იჯარის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით თანხმობის გაცემის შესახებ
„მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“-ს დირექტორის 2026 წლის 22 ივნისის #02-19/172 წერილის საფუძველზე, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“-ს დირექტორს მიეცეს თანხმობა უძრავი ქონების (მის: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. №5 დანიშნულება: არასაცხოვრებელი ფართი #40 (მშენებარე); მე-3 სართული, საკადასტრო კოდი: 05.24.08.126.01.02.503; ფართი: 2183.69 კვ.მ) იჯარის ხელშეკრულების გაფორმებაზე, 6 თვის საორიენტაციო სახელშეკრულებო ღირებულებით – 180 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
0.23 MB
123