სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2026 წლის 8 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგი

17:04, 05.10.2026

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2026 წლის პერიოდის ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, საგადასახადო აუდიტის და განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის (გარე აუდიტი) ჩატარებაზე გამოსაცხადებელ კონკურსთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ ჩატარებული ფასთა კვლევის, შედეგების შესახებ მსჯელობა.

2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მიერ სამეურვეო საბჭოს სახელზე გამოგზავნილ N1771 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. საკითხი ეხება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მისამართის ცვლილებას.

3. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ დირექტორის N02-19/293 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. საკითხი ეხება სატელევიზიო გადამცემი აპარატურის კომპლექტი – პორტატული პირდაპირი ჩართვის ვიდეოგადამცემი და ცენტრალური მიმღები/დეკოდირების სისტემის შესყიდვას.

Download Document
0.04 MB
1TVPLAY