სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2026 წლის 10 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგი
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მიერ სამეურვეო საბჭოს სახელზე გამოგზავნილ N1621 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. საკითხი ეხება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი და მეორე სტუდიებისთვის საჭირო განათების მოწყობილობების და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას. იმის გათვალისწინებით, რომ განსახორციელებელი შესყიდვის ღირებულება აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ერთ პროცენტს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1)-ე მუხლის „ზ)“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გენერალური დირექტორი სამეურვეო საბჭოს, სთხოვს თანხმობას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე;
2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2026 წლის პერიოდის ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, საგადასახადო აუდიტის და განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის (გარე აუდიტი) ჩატარებაზე გამოსაცხადებელ კონკურსთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებელი ატარებს ფასთა კვლევას შემდგომში მომსახურების სავარაუდო, საორიენტაციო ღირებულების განსასაზღვრად – აღნიშნული საკითხის საბჭოსთან შეთანხმება;
3. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2026 წლის მეორე კვარტლის ანგარიშების მოსმენა.