სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2025 წლის 30 მაისის სხდომის დღის წესრიგი
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:
1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2025 წლის პირველი კვარტლის ანგარიშის მოსმენა;
2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მიერ სამეურვეო საბჭოს სახელზე გამოგზავნილ #805 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. საკითხი ეხება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დამხმარე შენობის (მის: ქ. თბილისი ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N31) „დ“ ბლოკზე ხმის საიზოლაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას, რისი სავარაუდო ღირებულება აღემატება მაუწყებლის ბიუჯეტის ერთ პროცენტს და კანონის თანახმად საჭიროებს სამეურვეო საბჭოს თანხმობას;
3. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.