სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2025 წლის 30 იანვრის სხდომის დღის წესრიგი

16:47, 27.01.2025

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2024 წლის პერიოდის ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, საგადასახადო აუდიტის და განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის (გარე აუდიტი) ჩატარებაზე სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა;

2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მიერ 2025 წლის 27 იანვარს გამოგზავნილ N105 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

3. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ საშტატო განრიგისა და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

4. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ბიუჯეტში ცვლილების  შეტანისა და 2025 წლის კორექტირებული ბიუჯეტის მიღების შესახებ;

5. მიმდინარე საკითხები (სამეურვეო საბჭოს წევრის ზაზა აბაშიძის მიერ მოთხოვნილ საკითხზე მსჯელობა).

Download Document
1TVPLAY