სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2025 წლის 23 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:
1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2026 წლის ბიუჯეტების პროექტების განხილვა-დამტკიცება.
2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს მიეცეს თანხმობა 2026 წლის ბიუჯეტის ფარგლებში შეისყიდოს, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წერილში აღნიშნული მომსახურებები, რომელთა ჯამური ღირებულება აღემატება 2026 წლის ბიუჯეტის ერთ პროცენტს და კანონის თანახმად საჭიროებს სამეურვეო საბჭოს თანხმობას.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის (1) „თ” ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წერილის საფუძველზე, თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს სპეციალიზებული, რადიოსადგურებისთვის შექმნილი პროფესიონალური აუდიო მიქშერებისა და აუდიო სიგნალების კომუტაციის სისტემის და ვიდეოს პირდაპირი მაუწყებლობის (Live Production) მულტიფუნქციური სისტემის (შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფითა და ლიცენზიებით) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე.
4. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შეუფერხებელი და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველწლიურად აფორმებს ხელშეკრულებას შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრთან“ რადიო და ტელევიზიის პროგრამების შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით მიწოდების და გავრცელების მომსახურების ექსკლუზიურად შესყიდვის შესახებ (იმის გათვალისწინებით, რომ მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა და არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად, სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით). იმის გათვალისწინებით, რომ განსახორციელებელი შესყიდვის ღირებულება აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ერთ პროცენტს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1)-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გთხოვთ თანხმობას ზემოთ აღნიშნული შესყიდვის განხორციელებაზე და შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრთან“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე;
5. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
6. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2025 წლის პერიოდის ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, საგადასახადო აუდიტის და განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის (გარე აუდიტი) ჩატარებაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
7. მიმდინარე საკითხები.