სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს 2025 წლის 19 აგვისტოს სხდომის დღის წესრიგი

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მიერ სამეურვეო საბჭოს სახელზე 2025 წლის 14 აგვისტოს გამოგზავნილ N1352 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება,

(1. სამაუწყებლო ავტომატიზაციის და წარმოების ინტეგრირებული სისტემის მხარდაჭერის (Support) სახელმწიფო შესყიდვა.
2. სტუდიური და გარე გადაღებებისთვის საჭირო განათების მოწყობილობების და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვა.
3. საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რაგბის მსოფლიო კავშირს შორის გასაფორმებელია ხელშეკრულება),

იმის გათვალისწინებით, რომ განსახორციელებელი შესყიდვების ღირებულება აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ერთ პროცენტს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1)-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჭიროებს სამეურვეო საბჭოს თანხმობას შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებაზე.

2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მიერ სამეურვეო საბჭოს სახელზე 2025 წლის 21 ივლისს გამოგზავნილ N1197 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა.

3. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება – საკითხის ინიციატორი საბჭოს თავმჯდომარე.