სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის სხდომის დღის წესრიგი
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:
1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მიერ სამეურვეო საბჭოს სახელზე 2025 წლის 11 ივლისს გამოგზავნილ N1143 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. საკითხი ეხება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმოებისა და მაუწყებლობის კომპლექსის ახალ შენობაში გადატანის წინასწარ განსაზღვრული შემდგომი ეტაპის განხორციელების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე მაუწყებლის გენერალური დირექტორისთვის თანხმობის მიცემას (ვინაიდან შესყიდვის ღირებულება აღემატება მაუწყებლის ბიუჯეტის ერთ პროცენტს კანონის მოთხოვნის საფუძველზე საჭიროებს სამეურვეო საბჭოს თანხმობას);
2. „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის მიერ სამეურვეო საბჭოს სახელზე 2025 წლის 14 ივლისს გამოგზავნილ N02-19/237 წერილში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. საკითხი ეხება აჭარის რადიოს ტექნიკური მოდერნიზაციის მიზნით სპეციალიზებული, რადიოსადგურებისთვის შექმნილი პროფესიონალური აუდიო მიქშერებისა და აუდიო სიგნალების კომუტაციის სისტემის და ვიდეოს პირდაპირი მაუწყებლობის (Live Production) მულტიფუნქციური სისტემის, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფითა და ლიცენზიებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის (1) „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიეცეს თანხმობა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს განახორციელოს ზემოთ აღნიშნულის შესყიდვა.