სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2024 წლის 5 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი

19:56, 02.12.2024

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2025 წლის ბიუჯეტების პროექტების დამტკიცება.

2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორს მიეცეს თანხმობა 2025 წლის ბიუჯეტის ფარგლებში შეისყიდოს დირექტორის წერილში აღნიშნული (წერილი თან ერთვის) მომსახურებები, რომელთა ჯამური ღირებულება აღემატება 2025 წლის ბიუჯეტის ერთ პროცენტს და კანონის თანახმად საჭიროებს სამეურვეო საბჭოს თანხმობას.

3. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2024 წლის პერიოდის ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, საგადასახადო აუდიტის და განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის (გარე აუდიტი) ჩატარებაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

4. მიმდინარე საკითხები.

Download Document
1TVPLAY