სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2024 წლის 28 ნოემბრის სხდომის დღის წესრიგი

15:22, 25.11.2024

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა (კითხვა-პასუხის რეჟიმი);

2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შეუფერხებელი და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველწლიურად აფორმებს ხელშეკრულებას შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრთან“ რადიო და ტელევიზიის პროგრამების შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით მიწოდების და გავრცელების მომსახურების ექსკლუზიურად შესყიდვის შესახებ (იმის გათვალისწინებით, რომ მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა და არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად, სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით). იმის გათვალისწინებით, რომ განსახორციელებელი შესყიდვის ღირებულება აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ერთ პროცენტს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1)-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გთხოვთ თანხმობას ზემოთ აღნიშნული შესყიდვის განხორციელებაზე და შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრთან“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე (გენერალური დირექტორის სამსახურებრივი ბარათი);

3. მიმდინარე საკითხები.

Download Document
1TVPLAY