სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს 2023 წლის 7 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგი

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მიერ 2023 წლის 4 სექტემბერს სამეურვეო საბჭოს სახელზე გამოგზავნილ N1795 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული საკითხების შესახებ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. პირველი საკითხი ეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30 (1)-ე მუხლის „ე“ პუნქტის საფუძველზე, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემას (ტენდერში მითითებული თანხა აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ერთ პროცენტს); იხ. დანართი.

2. მეორე საკითხი ეხება 2023 წლის 4 სექტემბერს მაუწყებლის გენერალური დირექტორის სახელზე საქართველოს პარლამენტიდან შემოსული წერილის შესახებ მსჯელობას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას; იხ. დანართი.

3. მიმდინარე საკითხები