სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2023 წლის 28 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგი

16:19, 25.09.2023

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2023 წლის პირველი, მეორე და მესამე კვარტლების პერიოდის ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, საგადასახადო აუდიტის და განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის (გარე აუდიტი) ჩატარებაზე 2023 წლის 14 სექტემბერს სამეურვეო საბჭოს მიერ (გადაწყვეტილება N558) გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა;

2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მიერ ვიდეოკამერების კომპლექტების, ვიდეომონიტორებისა და ობიექტივების შესყიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

3. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ საშტატო განრიგისა და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

4. სამეურვეო საბჭოს წევრის ლაშა ტუღუშის მიერ მომზადებული საკითხის შესახებ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება (საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების გერმანიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში სამუშაო ვიზიტების დამტკიცების შესახებ);

5. მიმდინარე საკითხები.

Download Document
1TVPLAY