სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2023 წლის 2 ნოემბრის სხდომის დღის წესრიგი
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:
1. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შინაარსობრივი ვალდებულებების და პროგრამული პრიორიტეტების შეფასების დოკუმენტის პროექტის შესახებ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2024-2025 წლების პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
3. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2023 წლის პერიოდის ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, საგადასახადო აუდიტის და განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის (გარე აუდიტი) ჩატარებაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
4. მიმდინარე საკითხები.