სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2023 წლის 16 თებერვლის სხდომის დღის წესრიგი

13:20, 13.02.2023

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

  1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ 2022 წლის 29 დეკემბერს გადაწყვეტილება N543-ით მაუწყებლის 2022 წლის პერიოდის ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, საგადასახადო აუდიტის და განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის (გარე აუდიტის) ჩატარების გამო საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის დანიშვნასთან დაკავშირებით, გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შესახებ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
  2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2023 წლის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტის შესახებ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
  3. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2022 წლის მეოთხე კვარტლის ანგარიშის მოსმენა;
  4. მიმდინარე საკითხები.
Download Document
1TVPLAY