სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2023 წლის 13 ივლისის სხდომის დღის წესრიგი

21:17, 10.07.2023

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

1. მაუწყებლის გენერალური დირექტორის მიერ სამეურვეო საბჭოს სახელზე გამოგზავნილ #1391 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული საკითხის შესახებ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
2. 2023 წლის, 8 ივნისს სამეურვეო საბჭოს მიერ გადაწყვეტილება N550-ით მიღებული სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2022-2025 წლების პროგრამული პრიორიტეტების პროექტის შესახებ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
3. მაუწყებლის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის მიერ საბჭოს სახელზე გამოგზავნილ მოხსენებით ბარათში აღნიშნული საკითხის შესახებ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, საკითხი ეხება საბჭოს აპარატში მოქმედი ფინანსური კონსულტანტის პოზიციაზე ანაზღაურების სქემის შემუშავებას;
4. მიმდინარე საკითხები.

Download Document
1TVPLAY