სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2023 წლის 10 აგვისტოს სხდომის დღის წესრიგი
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2023 წლის მეორე კვარტლის ანგარიშის მოსმენა;
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის მიერ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე გამოგზავნილ წერილში აღნიშნული საკითხის შესახებ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, საკითხი ეხება შპს „ენ რექორდსისაგან“ (ს/ნ 402182525) მხატვრული ფილმების (51 ერთეული), დოკუმენტური ფილმების (111 ერთეული), ანიმაციური ფილმების (5 ერთეული) და ანიმაციური სერიალის (16,9 სთ) საჯარო გადაცემის ლიცენზიის შესყიდვის მიზნით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის (1) „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხელშეკრულების გაფორმებაზე სამეურვეო საბჭოსგან თანხმობის მიცემას;
მიმდინარე საკითხები.
123