სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2022 წლის 5 მაისის სხდომის დღის წესრიგი
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:
1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მიერ სამეურვეო საბჭოს სახელზე გამოგზავნილ N911 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. საკითხი ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, კოსტავას ქ. 68-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: 01.14.14.009.052) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონული აუქციონის (www.eauction.ge) მეშვეობით გასხვისების შეთანხმებას;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული აუდიტის საკითხის შესახებ, კერძოდ, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2021 წლის პერიოდის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ, ფინანსებისა და ადმინისტრაციის დირექტორისგან ინფორმაციის მოსმენა; ასევე ზემოთ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული აუდიტის შესახებ საბჭოს წევრის ლაშა ტუღუშის წინადადების მოსმენა;
3. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საშტატო განრიგთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის იურიდიული სამსახურის უფროსისგან ინფორმაციის მოსმენა;
4. მიმდინარე საკითხები.