სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2022 წლის 29 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი

15:21, 26.12.2022

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მიერ სამეურვეო საბჭოს სახელზე გამოგზავნილ N2491 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული საკითხის შესახებ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები;
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები;
2028 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები;
2022-2024, 2024-2026 და 2026-2028 წლების ერთა ლიგის 3 ტურნირი;
2022-2028 წლის განმავლობაში ნაკრების საერთაშორისო ამხანაგური თამაშები;
ჩამოთვლილი სპორტული ღონისძიებების ჩვენებისთვის გასაფორმებელი ხელშეკრულების ღირებულება აღემატება მაუწყებლის ბიუჯეტის ერთ პროცენტს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30 (1)-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხელშეკრულების გაფორმებისთვის მაუწყებლის გენერალური დირექტორი საჭიროებს სამეურვეო საბჭოს თანხმობას (იხ. დანართი გენერალური დირექტორის სამსახურებრივი ბარათი);

2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2022 წლის პერიოდის ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, საგადასახადო აუდიტის და განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის (გარე აუდიტის) ჩატარებაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ, განაცხადში ცვლილებების შეტანის შესახებ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. დანართი განაცხადში შესატანი ცვლილების პროექტი მომზადებულია საბჭოს თავმჯდომარის მიერ);

3. მიმდინარე საკითხები.

Download Document
1TVPLAY