სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს 2022 წლის 28 იანვრის სხდომის დღის წესრიგი

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენ. დირექტორის N53 21/01/2022 წლის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. საკითხი ეხება შპს „წიგნების თარო“-სთან ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემას. იმის გათვალისწინებით, რომ გასაფორმებელი ხელშეკრულების ღირებულება აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1%-ს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1)-ე მუხლის საფუძველზე საჭიროებს სამეურვეო საბჭოს თანხმობას;
2. მიმდინარე საკითხები;