სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2021 წლის 19 ნოემბრის სხდომის დღის წესრიგი

22:45, 16.11.2021

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მიერ 2021 წლის 15 ნოემბერს სამეურვეო საბჭოს სახელზე გამოგზავნილ N2364 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული საკითხის შესახებ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

საკითხი ეხება კალათბურთის 2023 წლის მსოფლიო თასის, 2025 წლის ევრობასკეტისა და ამ ტურნირებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შესარჩევი თამაშების ლიცენზიის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას, იმის გათვალისწინებით, რომ განსახორციელებელი შესყიდვის ღირებულება აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1%-ს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1)-ე მუხლის „ე“ პუნქტის საფუძველზე, საჭიროებს სამეურვეო საბჭოს თანხმობას.

2. მიმდინარე საკითხები.

 

Download Document
1TVPLAY