სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს 2022 წლის 15 თებერვლის სხდომის დღის წესრიგი

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2022-2025 წლების პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრასთან დაკავშირებით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018-2021 წლების პროგრამული პრიორიტეტების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

3. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2021 წლის პერიოდის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, საგადასახადო აუდიტის და განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის (გარე აუდიტი) ჩატარების გამო, საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის დანიშვნასთან დაკავშირებით კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

4. მიმდინარე საკითხები.