სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს 2020 წლის 9 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგი

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მიერ სამეურვეო საბჭოს სახელზე გამოგზავნილ N 1702 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება (საკითხი ეხება ქ. თბილისში, ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში მაუწყებლის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოების I ეტაპის განხორციელებას, იმის გათვალისწინებით, რომ შესყიდვის ობიექტის ღირებულება აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1%-ს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1)-ე მუხლის „ე“ პუნქტის საფუძველზე, საჭიროებს სამეურვეო საბჭოს თანხმობას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე).

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლის გენერალური დირექტორის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დებულებაში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა-დამტკიცება;
3. მიმდინარე საკითხები;