სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს 2020 წლის 14 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია: 

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მიერ მ/წ 08 დეკემბერს სამეურვეო საბჭოს სახელზე გამოგზავნილ სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; საკითხი ეხება კომპანია დისნეისთან კინოსა და ანიმაციის შესყიდვის მიზნით ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემას. ვინაიდან განსახორციელებელი შესყიდვის ღირებულება აღემატება მაუწყებლის ბიუჯეტის ერთ პროცენტს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1)-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჭიროებს სამეურვეო საბჭოს თანხმობას;

2. სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მიერ მ/წ 09 დეკემბერს სამეურვეო საბჭოს სახელზე გამოგზავნილ სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; საკითხი ეხება მაუწყებლის შეუფერხებელი და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრთან“ ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემას. ვინაიდან განსახორციელებელი შესყიდვის ღირებულება აღემატება მაუწყებლის ბიუჯეტის ერთ პროცენტს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1)-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჭიროებს სამეურვეო საბჭოს თანხმობას;

3. მიმდინარე საკითხები.