სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს 2020 წლის 10 აგვისტოს სხდომის დღის წესრიგი

სამეურვეო საბჭოს 2020 წლის 4 აგვისტოს გადადებული სხდომა გაიმართება 10 აგვისტოს.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2020 წლის მეორე კვარტლის ანგარიშის მოსმენა;

2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მიერ სამეურვეო საბჭოს სახელზე გამოგზავნილ N1193 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება;

3. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრთა ეთიკის სტანდარტების განმსაზღვრელი დოკუმენტის პროექტის განხილვა-დამტკიცება;

4. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დებულებაში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა;

5. მიმდინარე საკითხები.