სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს 2019 წლის 21 თებერვლის სხდომის დღის წესრიგი

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია: 

  1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” 2018 წლის პერიოდის ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, საგადასახადო აუდიტის და განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის (გარე აუდიტი) ჩატარებაზე, სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა;
  1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მიერ სამეურვეო საბჭოს სახელზე გამოგზავნილ N422/03 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული საკითხის/საკითხების შესახებ მსჯელობა (საკითხი/საკითხები ეხება მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების გადაცემების შეფასების მიზნით, სამეურვეო საბჭოს მიერ დაქირავებული ექსპერტების მომზადებულ დოკუმენტებს და ამ შეფასებების საფუძველზე საბჭოს მიერ მომზადებულ რეკომენდაციას);
  1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” 2018 წლის მეოთხე კვარტლის ანგარიშის მოსმენა;
  1. მიმდინარე საკითხები.